პროექტი

პროექტი

1)        პროექტის სახელწოდება „ ჩვენი ქალაქის უპატრონო  ძაღლები’’
2)       პროექტის მთავარი იდეა; მაწანწალა ძაღლების პრობლემა
3)       პროექტის აქტუალობა; მაწანწალა ძაღლების გამრავლებით გამოწვეული პრობლემები
4)       პროექტის მიზნები; მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება ჰუმანური გზებით
5)       მონაწილეთა ასაკი; 7-8 წელი
6)       ვადები/ ხანგრძლივობა; 1 თვე
7)      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას; პრობლემაზე დაფიქრება, საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებებითა და ინტერნეტით ინფორმაციის  მოძიება.
ლოზუნგებისა და სლაიდების შექმნა
8)       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; კომიუტერი, პროექტორი, მარკერი, სახატავი რვეული.
9)       პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები. დავყოთ ჯგუფებად
1-ლი ჯგუფი იძიებს ინფორმაციას მაწანწალა ძაღლების თავშესაფარებთან დაკავშირებით
მე-2 ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მაწანწალა ძაღლებით გამოწვეულ საფრთხეებზე
ორივე ჯგუფი ქმნიან პროექტს და აძლევენ დასრულებულ სახეს ქმნიან ნახატებს, პლაკატებს, ლოზუნგებს და ემზადებიან წარდგენისათვის. პროექტი იქნება დაახლოებით ასეთი სახის:
ყოველთვის როცა ქუჩაში ვართ ჩვენ ვხედავთ მრავალ ძაღლს, რომელიც არავის სჭირდება.
  ეს საცოდავი ცხოველები შიმშილისა და სიცივისათვვის არიან განწირულები და არავინაა მათი დამხმარე. თუმცა ჩვენს ქალაქში შექმნილია უპატრონო ცხოველთა დაცვის საზოგადოება, მაგრამ სამწუხაროდ მათ ყველა ცხოველის დახმარება არ შეუძლიათ.
  უსახლკარო ცხოველები არიან შინაური ცხოველები, უფრო ხშირად მაწანწალა ძაღლები,რომელთაც არა ჰყავთ პატრონი. ქალაქში ძაღლების თავისუფლად გადაადგილება ითვლება მიუღებლად ბევრ ქვეყანაში. ასეთ ცხოველებს იჭერენ და აძინებენ ადამიანები რომლებიც მუშაობენ სპეციალურ სამსახურებში. ეს სისასტიკეა, მაგრამ ეს კეთდება იმისათვის, რომ ძაღლები არ იქცნენ ხროვად და არ დააზიანონ ადამიანები. დიდ ქალაქებში არის სპეციალური თავშესაფრები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და აირჩიონ სასურველი ცხოველი სახლში წასაყვანად.
ჩვენს ქალაქში კეთილმა ადამიანებმა თავად ჩამოაყალიბეს ასეთი თავშესაფარი და ცდილობენ ჩააბარონ უპატრონო ძაღლები ადამიანებს რომლებიც მზრუნველობას გაუწევენ მათ. მაგამ სამწუხაროდ ყველა ცხოველის დახმარება მათ არ შეუძლიათ.
პრობლემაზე დაკვირვებით ჩვენ შევიტყვეთ რომ უპატრონო ცხოველების რაოდენობა იზრდება იმის გამო, რომ ადამიანები ყრიან მათ ქუჩაში და ზოგიერთი  იქვე იბადება და განწირული არიან იქ ცხოვრებისათვის. ჩვენს ქალაქში უსახლკარო ცხოველების პრობლემის გადაჭრა იოლი არ არის მაგრამ შესაძლებელია.
1)                  ჩვენ ვთვლით რომ პრობლემის თავშივე გადასაჭრელად ადამიანებმა არ უნდა გადაყარონ ცხოველები ქუჩაში. და სანამ მათ მოვიყვანთ სახლში უნდა დავფიქრდეთ შევძლებთ კი მათ პატრონობას.
2)                  ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა იკითხონბწიგნები ცხოველებზე, იმიტომ რომ ეს ნაწარმოებები გვასწავლან სიკეთეს და თანაგრძნობას ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ.
3)                  შეგვიძლია თავადაც დავაბინაოთ უპატრონო ცხოველები გადვუღოთ სურათები და გავაკრათ განცხადებების დაფაზე , ამ ცხოველის ადგილმდებარეობის მითითებით, ან განვათავსოთ ეს სურათები ინტერნეტში.
4)                   რომ დავაბინაოთ მაწანწალა ცხოველები უნდა ავაგოთ თავშესაფრები.
5)                  შეიძლება ეს ცხოველი თავადაც წავიყვანოთ სახლში https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=Nk6_RxqqcG8.

10)  საგნებთან/საგნობრივ ჯგუებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი
სოციალური უნარჩვევების განვითარება
კვლევა-ძიების უნარების განვითარება
11)  პროექტის ხელმძღვანელ;ეკატერინე ხმელიძე
12)  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: khmelidze.eka@gmail.com
13)  პროექტის ვებ-გვერდიhttps://www.blogger.com/

No comments:

Post a Comment

ტრენინგის შესახებ

   გავიარე  8 დღიანი  ტრენინგი:  ,,ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენება სასწავლო  პროცეში"     შევქმენი ბლოგი, განვამტ...